ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეზღუდვები შეიძლება შეეხოს პორტებსა და გემებს, სამხედრო ტექნოლოგიებს. ცნობილი ხდება, რომ სანქციების სიას შეიძლება დაემატოს პერსონალური სანქციები და ახალი ადამიანების სახელები რუსეთიდან.
არსებული ინფორმაციით, სანქციების სია, სავარაუდოდ, ხვალ, 8 მარტს გასაჯაროვდება.