ლანჩხუთის საკრებულოს წევრი “ნაციონაალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა ალტ ინფოს ოფისების გურიაში გახსნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“კანონით და კონსტიტუციით ჰქონდა აბსოლუტური შესაძლებლობა ხელისუფლებას,ალტ-ინფო რეგისტრაციაში არ გაეტარებინა იუსტიციის სამინისტროს როგორც პარტია. ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე “ქართული ოცნების”ხელისუფლებამ შეგნებულად თქვა უარი.მითუმეტეს,როცა ხელისუფლებას ამ აკრძალვის გამოყენებისკენ არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და პროდასავლურად განწყობილმა აქტიურმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა მიმართეს.
ის პირები, რომლებიც ამ ე.წ პოლიტიკურ ორგანიზაციის სათავეში დგანან,5 ივნისს პირადად ხელმძღვანელობდნენ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტების დარბევას, რომელიც საუბედუროდ ტრაგედიით დასრულდა.ასევე,ამავე ჯგუფს ეკუთვნის ტელეკომპანია ალტ-ინფო,სადაც ღიად და დაუფარავად მიდის ანტიდასავლური პროპაგანდა,სიძულვილის და ზიზღის ენის გამოყენება ყველა განსხვავებული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ და “საბჭოთა საქართველოს”აღდგენის მიმართ სენტიმენტები.
ეს ყოველივე, პირდაპირ ეწიმააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამავე კონსტიტუციით განსაზღვრულ არჩევანს,რომ საქართველო უნდა მიისწრაფოდეს NATO და EU-სკენ. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ სხვა ბევრი კანონით გათვალისწინებული გარემოება,სრულ შესაძლებლობას იძლეოდა, კანონით აკრძალულიყო ეს ე.წ პარტია.
ახლა ეს ყველაფერი საზოგადოების თავის ტკივილი გახდა და სამწუხაროდ ხელისუფლებამ ღიად პრორუსული “პარტიის”აკრძალვის წინაღმდეგ ბრძოლაში, ხალხი მარტო დატოვა!
პ.ს ამ “პარტიის”ახლა,ფორსირებულ რეჟიმში აქტიურობა,უკრაინაში მიმდინარე ომისა და პუტინის არადამინური აგრესიის კვალდაკვალ,უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ,განსაკუთრებული ცინიზმით და შეურაცმყოფელად გამოიყურება!” – წერს ასკუავა.