”გარდა პოლიტიკური სირცხვილისა,ასევე დგას მორალური, ზნეობრივი, ადამიანური საკითხი,რომ ოზურგეთის მერი, ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას და მერიის ბალანსზე არსებულ ქონებას უთმობს პროპუტინისტურ დაჯგუფებას – ალტ ინფოს” – ასე ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილი დღეს, ოზურგეთში, ალტ ინფოს ოფისის გახსნას იმ ფართში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაშია:
“გარდა პოლიტიკური სირცხვილისა,ასევე დგას მორალური, ზნეობრივი, ადამიანური საკითხი,რომ ოზურგეთის მერი, ხელს უწყობს რუსულ პროპაგანდას,ოღონდ არა ირიბად – უკვე პირდაპირ და მერიის ბალანსზე არსებულ ქონებას უთმობს პროპუტინისტურ დაჯგუფებას – ალტ ინფოს,რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 5 ივლისის დარბევაში.ისინი მონაწილეები არიან ჟურნალისტის მკვლელობის.მიუხედავად ამისა,არცერთი მათგანი არ დასჯილა და მათ ღიად,გაცხადებული რუსული პროპაგანდა აქვთ გაჩაღებული.
ავთანდილ თალაკვაძე / Avtandil Talakvadze -მ თავს უფლება მისცა,რომ ოზურგეთლების ქონება დაუთმოს რუსულ პარტიას ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმის, რომ ყველაზე დიდი პუტინისტური პარტია საქართველოში არის “ქართული ოცნება “,რომელიც ცხადია ხელს აფარებს და ცდილობს დაეხმაროს პატარა, ნორჩ პუტინისტებს
მე მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას,ყველას ვისაც ხელი მიგიწვდებათ, რომ იყოთ საქმის კურსში,რომ ხელისუფლება უკვე დაუფარავად,ღიად მხარს უჭერს რუსულ,ძალადობრივ,პუტინისტურ დაჯგუფებებს ჩვენს ქვეყანაში და იმედი მაქვს შესაბამისი რეაგირება ექნება ჩვენს დასავლელ და ევროპელ პარტნიორებს.” – წერს ნიკოლაშვილი.