“ბევრი ქვეყანა იქცევა ფრთხ­ილად, მაგრამ საკუთარ ღირსებას ფეხქვეშ არ თელავს“

უკრაინაში მიმდინარე ომისა და საქართველოს პოზიციაზე “კვირის პალიტრასთან” საუბრობს პოეტი რატი ამაღლობელი, რომელიც აცხადებს, რომ ქვეყნისთვის სიფრთხილე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკუთარი ღირსება ფეხქვეშ არ უნდა გავთელოთ:

“უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის გაგრძელება იმპერიის მშენებლობისა, ამას უკვე ყველა ხვდება. ამაზე მეტყველებს ის უპრეცედენტო სანქციები, რომლებიც შლის რუსეთის ეკონომიკას და ამის შედეგებს მალე ვნახავთ. მთელი მსოფლიო ძალიან ოპერატიულად ეხმარება უკრაინას, მთელი ევროპარლამენტი ფეხზე დადგა პრეზიდენტ ზელენსკის, მიიღო მისი განცხადება­ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით და ის გახდა კანდიდატი ქვეყანა, რაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა და ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმული­ ნაბიჯი კი არა, ნახტომია. ჩვენც იქვე უნდა ვიყოთ და ვაჩვენებდეთ წლების განმავლობაში ჩვენს დაღვრილ სისხლსა და ოფლს… კარგია, რომ ახლა მაინც გამოვიღვიძეთ და ჩვენც გავაკეთეთ განაცხადი… რასაკვირველია, სიფრთხილე ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო პოლიტიკოსისთვის, მაგრამ სიფრთხილეს თან უნდა ახლდეს გეგმები, იდეალები, იდეები, მომავლის ხედვა… ჩვენთან­ კი ჩანს შიში და არანაირი იდეა. ბევრი ქვეყანა იქცევა მოზომილად, ფრთხ­ილად, მაგრამ საკუთარ ღირსებას ფეხქვეშ არ თელავს, როგორც ეს ღარიბაშვილმა გააკეთა.” – აცხდებს ამაღლობელი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share