”ის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, ნებისმიერ ჭრილში, სახელმწიფოებრივი სირცხვილია!”

მსახიობი ნანა ბუთხუზი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

“ეს ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაპატიმრებულია, ციხეშია!

სამართალი აღდგა, არა?!
ღირსება დაგიბრუნდათ, არა?!
ღირსია, არა?!
მოიფხანეთ, თქვენი ვიწრო და პირადი ბოღმა- შურისძიების გაშმაგებული სურვილი?!
ტაში! ტაში! ტაში! ტაში, მეხუთე პრეზიდენტს!
ამ კაცის ხსენება არ შეიძლება, სირცხვილია, დასაცინია და დანაშაულია, არა დღეს?!
ამ კაცის თავისუფლება, რომ მოითხოვო აქციები იშლება თურმე, არა?!
ეს ყოფილა მიზეზი იმის, რომ ვერასდოს გავერთიანდით სამშობლოს დასაცავად, არა?!
იქნებ ყველაფერი პირიქით არის?!
იქნებ, ყველა თავის წილ დანაშაულზე დაფიქრდეს?!
ის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, ნებისმიერ ჭრილში, (მინიმუმ) სახელმწიფოებრივი სირცხვილია!
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა!!!
ღმერთო! დაიფარე უკრაინა და მსოფლიო!!!
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!” – წერს ბუთხუზი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share