„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელია ის ტოპ-10 საკვები და სასმელი პროდუქტი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა საქართველომ უკრაინაში.
2021 წელს უკრაინიდან იმპორტირებული ტოპ-10 სასმელი და საკვები პროდუქტი:
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები – 11,183 მლნ აშშ დოლარი
- პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული – 9,896 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 7,652 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული – 7,476 მლნ აშშ დოლარი
- მარგარინი – 6,050 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული – 5,969 მლნ აშშ დოლარი
- ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები – 5,403 მლნ აშშ დოლარი
- საკონდიტრო ნაწარმი შაქრისაგან, რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს – 4,822 მლნ აშშ დოლარი
- პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი – 4,215მლნ აშშ დოლარი
- რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე – 4,108 მლნ აშშ დოლარი
- ალაოს ექსტრაქტი – 3,725 მლნ აშშ დოლარი
2021 წელს უკრაინაში ექსპორტირებული ტოპ-10 სასმელი და საკვები პროდუქტი:
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები -43,432 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები – 26,203 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 25,151 მლნ აშშ დოლარი
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 3,922 მლნ აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი – 2,576 მლნ აშშ დოლარი
- ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი – 1,583 მლნ აშშ დოლარი
- კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები – 1,168 მლნ აშშ დოლარი
- გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო – 718.8 ათასი აშშ დოლარი
- კარტოფილი, ახალი ან შეყინული – 208.1 ათასი აშშ დოლარი
- ჩაი, არომატიზებული ან არაარომატიზებული – 159,0 ათასი აშშ დოლარი.