ბელარუსის სპეცრაზმმა უარი თქვა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს განაცხადა.
” სპეცოპერაციების ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ბელორუსის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმი არ მიიღებს მონაწილეობას ომში. უკრაინა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს ბელარუსის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა და პუტინს შეხვდა. გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ ბელარუსიდან გეგმავს კრემლი უკრაინაზე ახალი შეტევის წამოწყებას და ამით ბელარუსის ჩართვას უკრაინის ომში.
პირველი პროვოკაციები ოკუპანტმა ქვეყანამ ბელარუს-უკრაინის საზღვართან 11 მარტს უკვე მოაწყო, როდესაც რუსულმა თვითმფრინავებმა ავიაიერიში მიიტანეს რივნეს რეგიონში. მათ უკრაინის ტერიტორია დაბომბეს, შემდეგ კი განახორციელეს საჰაერო დარტყმები ბელარუსის მხარეს.