ქალაქ ოზურგეთში მდინარე ნაბჟუალაში, თვითმკვლელობის მიზნით ახალგაზრდა გოგონა გადახტა.
მისი გადარჩენა თვითმხილველებმა შეძლეს.
ამ წუთებში გოგონა თვითმხილველებთან და ადგილზე გამოძახებულ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, მდინარე ნაბჟუალას მიმდებარე ერთ-ერთი ობიექტში, ქალაქის ცენტრში იმყოფებიან.
ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები 25 წლის ლ.კ. თავს შუძლოდ გრძნობს.
გამოძახებულია ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა.
როგორც პოლიციელებმა “გურიის მოამბეს” უთხრეს თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, რადგან გოგონას დაკითხვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ მოხდება.
ახალგაზრდა გოგონას ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.