ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეოთხე პაკეტი მიიღო. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (COREPER II) მიიღო. საუბარია პერსონალურ და ეკონომიკურ სანქციებზე, რომლებსაც ევროკავშირი რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო უწესებს.
ევროკავშირის პრეზიდენტის ურსულა ვონ დერ ლაიანის განცხადებით, მან სანქციების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე ესაუბრა.
“ევროკავშირი უკრაინის გვერდში დგას. პუტინთან ომი ყოველდღიურად უფრო და უფრო უმოწყალო ხდება. ესევე უკრაინას მხარს ვუჭერთ მაკროფინანსური დახმარებით, რომელიც 1.2 მილიარდ ევროს გამოყოფას ითვალისწინებს და ჰუმანიტარული დახმარებით, 500 მილიონი ევროს ოდენობით”, – წერს ურსულა ვონ დერ ლაიანი.