ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში მეოთხე ბრიგადის ყოფილი ოფიცრის შესახებ წერს.
მისი განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზურაბ ჩიხელიძე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის ბოგდან ხმელნიცკის ორდენით დააჯილდოვა.
იცნობდეთ საამაყო ქართველს, მე-4-ე ბრიგადის ყოფილ ოფიცერს, ზურაბ ჩიხელიძეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განსაკუთრებული სიმამაცის და გამოვლენილი თავდადებისთვის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, ბოგდან ხმელნიცკის ორდენით დააჯილდოვა ზურაბ ჩიხელიძე.
უკრაინა და საქართველო ერთად გავიმარჯვებთ ” – წერს ქათამაზე.