რუსეთის ფინანსთა სამინისტროს საგადახდო დავალიანება ევროობლიგაციებზე კუპონური გადახდების შესახებ შესრულდა.
„რუსეთის ფინანსთა სამინისტრო იტყობინება, რომ კუპონური შემოსავლის გადახდის დავალება რუსეთის ფედერაციის საგარეო ობლიგაციური სესხების ობლიგაციებზე 2023 წელს ვადიანი 117.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, 2022 წლის 15 მარტს, გაგზავნილია უცხოურ კორესპონდენტზე“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბლუმბერგი წერდა, რომ თუ რუსეთი 16 მარტამდე ვერ გადაიხდის სავალო ვალდებულებებს 117 მილიონი დოლარის ოდენობით, ამან შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის პირველი დეფოლტი უცხოური ვალუტის ვალზე 1917 წლის რევოლუციის შემდეგ.
წყარო: ბანკები და ფინანსები