საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს მაღალი ინტენსივობის ომისთვის.
“ჩვენი ძალები ერთადერთი სრულფასოვანი არმიაა ევროპის კონტინენტზე. ჩვენ უნდა გავზარდოთ ინვესტიციები, რათა ვიყოთ მზად მაღალი ინტენსივობის შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთვის, რომელიც შესაძლოა, ჩვენს კონტინენტზე დაიწყოს”, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2025 წელს 50 მილიარდი ევრო იქნება. ახლა ის 40 მილიარდ ევროზე მეტია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.