პეტრე კოლხი საქართველოს მიმართ რუსეთის დამოკიდებულების შესახებ სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს:
”ილია ჭავჭავაძე ვინ მოკლა?! რუსეთმა!..
კათიკოს-პატრიარქი კირიონი ვინ მოკლა?! რუსეთმა!..
იუნკრები ცოცხლად ვინ დამარხა?! რუსეთმა!..
პაოლო იაშვილი თვითმკვლელობამდე ვინ მიიყვანა?! რუსეთმა!..
მიხეილ ჯავახიშვილი ვინ დახვრიტა?! რუსეთმა!..
ტირიფონის ველი დახვრეტილებით ვინ აავსო?! რუსეთმა!..
ზვიადი და მერაბი ვინ შეიწირა?! რუსეთმა!…
აფხაზეთში უდანაშაულო ადამიანები ვინ ჩახოცა?! რუსეთმა!..
ორსულები, მოხუცები, პატარები ვინ აწამა? რუსეთმა!..
მამა ანდრია ყურაშვილს ზურგიდან ვინ ესროლა?! რუსეთმა!..
ჟიული შარტავას ვინ დაახვრეტინა?! რუსეთმა!..
ვოვა ვეკუა ვინ მოკლა?! რუსეთმა!..
გიორგი ანწუხელიძე ვინ შეიწირა?! რუსეთმა!…
არჩილ ტატუნაშვილი ვინ მოკლა?! რუსეთმა!..
უკრაინა მიწასთან ვინ გაასწორა რუსეთმა!..
უდანაშაულო უკრაინელები სიცოცხლეს ვინ გამოასალმა?! რუსეთმა!..
ვინ აგვაწიოკა?! რუსეთმა!..” – წერს პეტრე კოლხი.