ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ხელმძღვანელობამ, უკრაინელთა დასახმარებლად სისხლის უანგარო დონაციის აქციის მონაწილე ოზურგეთელ მოქალაქეებს, საჩუქარი გაუკეთა და სპეციალურად მათთვის, რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლის ,,დედაომი“ ჩვენება განახორციელა.
„დედაომი“ თანამედროვეობის აქტუალურ თემებს, ომსა და ოკუპაციას ეხება. პიესა 2008 წლის ომის ინსპირაციით შეიქმნა და მასში მოთხრობილია ომის დროს ადამიანების მდგომარეობა, თუ როგორ იბრძვიან ისინი სიცოცხლისთვის.