უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში – სად არის ივანიშვილი?

უმწვავესი პოლიტიკური და ეპიდემიოლოგიური კრიზისი ქვეყანაში – მედია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აქტიურად ეძებს.
“უკაცრავად, ამაზე კომენატარს ვერ გავაკეთებ. მე ვინ მეკითხება სად არის ბიძინა ივანიშვილი”- ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას.

ქვეყნის არაფორმალური მმართველის გაუჩინარებამ ბევრს 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაახსენა. როცა ოლიგარქმა მხოლოდ 6 წუთიანი ვიდეომიმართვით გაგვახსენა თავი.

ორი წლის შემდეგ კვლავ არაფერი შეცვლილა, მეტიც “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კამპანია ლიდერის გარეშე დაიწყო. რეგიონებში მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენასა და მოსახლეობასთან შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი არსად ესწრებოდა.

ის მხოლოდ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანთან გამოჩნდა და შემდეგ ისევ გაუჩინარდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share