საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა, საბჭოთა წარმოების IL-76 მა გადაკვეთა.
რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავი მოსკოვიდან რამდენიმე საათის წინ აფრინდა, შემდეგ კი საქართველოს გავლით სომხეთში, ერევნის აეროპორტში დაჯდა.
რა დანიშნულებით ჩაფრინდა კრემლის თვითმფრინავი ერევანში და რატომ გადაკვეთა საქართველოს საჰაერო სივრცე, ამასთან დაკავშირებით დეტალები გასაიდუმლოებულია.
ასევე, უცნობია, გასცა თუ არა ნებართვა საქართველოს ხელისუფლებამ.