სამომხმარებლო კალათის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტზე კვერცხზე ფასები – 10 %-ით იზრდება. მიზეზი რუსული ბაზრის დეფოლტია, საიდანაც საქართველოში რეპროდუქციული მასალის (ე.წ.საკრუხე კვერცხების) 24,2 პროცენტი შემოდის. კვერცხის იმპორტის მეტი წილი საქართველოსთვის თურქეთზე მოდის, რუსეთი კი მესამე ადგილზე უკრაინის მერე.
ასე მაგალითად, საქართველოსთვის პროდუქციის მომწოდებელი ჩელიაბინსკის მეფრინველეობის ფაბრიკა გახლავთ, რომელიც მარჟის გაზრდას 30-40% -ით აპირებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს, თუმცა იმპორტიორთა ნუსხის გადახედვას მომავალ კვირაში გეგმავს.