საერთო სასამართლოების მოსამართლეთა ხელფასი 4000-დან 7000 ლარამდე მერყეობს – ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2021 წლის დეკემბერში საბჭომ ყოველთვიური დანამატების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლეები 2022 წლიდან ყოველთვიური დანამატის სახით 2500-დან 3500-მდე ლარს იღებენ.
“ფლანგვის დეტექტორი” წერს, რომ მოსამართლეთა თვიური დანამატები 1250 ლარით გაიზარდა და ხელფასთან ერთად 10 000 ლარამდეა.
“2019 წელს სასამართლოს გამოკითხულთა მხოლოდ 17% ენდობოდა, ეს მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 7% გაუარესდა. 2019 წელს ბოლო ათწლეულში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა ყველაზე დაბალი იყო
2020 წლის კვლევით მხოლოდ 6% ფიქრობს რომ სასამართლო სრულად თავისუფალია პოლიტიკური გავლენებისაგან. საერთო სასამართლოების დაფინანსება წლებია მუდმივად იზრდება, თუმცა თავად სასამართლოსადმი ნდობა უარესდება” – წერია განცხადებაში.