უკრაინის პრეზიდენტმა შვეიცარიის პარლამენტის წევრებს მიმართა სიტყვით და მოუწოდა, რუსეთის ოფიციალური პირების, ოლიგარქებისა და მოკავშირეების აქტივების გაყინვისკენ, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს.
“მინდა, რომ უკრაინელებივით ებრძოდეთ ბოროტებას. ისე, რომ საუბარი არ იყოს ბანკებზე – თქვენს ბანკებზე, სადაც ინახება იმ ხალხის ფული, ვინც ეს ომი დაიწყო. ეს მტკივნეული და უსიამოვნოა, მაგრამ ასევე ბრძოლაა. სიკეთე ბოროტების წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე მოუწოდა შვეიცარიაში, სანქცირებული პირების უძრავი ქონების დაყადაღებისკენ,
„ჩვენი ქალაქები ინგრევა მათი ბრძანებით, ვისაც უყვარს თქვენს ლამაზ ქალაქებში ცხოვრება, უძრავი ქონებით სარგებლობა და სამართლიანი იქნება, რომ მათ ეს პრივილეგია ჩამოერთვათ, ისევე როგორც ისინი გვართმევენ ჩვენს სახლებს.” თქვა ზელენსკიმ
უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა კომპანია “ნესტლეს” უარს რუსეთის ბაზრის დატოვებაზე:
“კარგი საკვები კარგი ცხოვრებაა”, – ეს არის მისი სლოგანი. “ეს არის თქვენი კომპანია და ახლაც, როდესაც არსებობს საფრთხე სხვა ევროპულ ქვეყნებზე და ბირთვული შანტაჟი, მე მინდა, რომ თქვენ, შვეიცარიელები, გახდეთ ჩვენნაირი უკრაინელები. არ დაკარგოთ საერთო შანსი მშვიდობის დასაბრუნებლად, მსოფლიოში ნებისმიერი ომის შეჩერებისთვის. ” მიმართა ზელენსკის შვეიცარიის პარლამენტს.