რუსულ აგრესიას, დღეს კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა; ბახვა ჩიქობავა ოკუპანტებმა მარიუპოლის დაცვის დროს მოკლეს; საქართველოს ყველა ომის მონაწილე და შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ბოლო წლებში უკრაინაში, აზოვის ბატალიონში ირიცხებოდა.
საქართველოს და უკრაინის საერთო მტრის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსხვერპლა გუშინ, კიდევ ორი ქართველი მებრძოლი- გია ბერიაშვილი და დავით რატიანი . შეტაკება კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან მოხდა, სადაც რუსმა ქვეითებმა დაცვის ხაზის გარღვევა ვერ შეძლეს, საოკუპაციო არმიამ მასირებული დაბომბვა დაიწყო.
სამი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე სწორედ ამ დაბომბვაში მოყვნენ, დავით რატიანი იმ დროს დაიღუპა, როცა ის ადგილიდან დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა;
ქართველი გმირები უკრაინელების გვერდით, საერთო მტრის წინააღმდეგ და ბოლო კადრები, რომელიც ბრძოლის ველზე გასვლის წინ, ქართველმა ჯარისკაცებმა გადაიღეს.
მთავარი არზი