შემდეგი კვირები და თვეები არის მოქმედების კვირები და თვეები – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომის დარბაზში და საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა:
“ჩვენ გვაქვს ისეთი შანსი უახლოეს თვეებში, როგორც არასდროს. უკრაინა ამ ომში იმარჯვებს და 100 წელი აღარ გაიხსნება ისეთი შესაძლებლობების ფანჯარა, როგორც გაიხსნა ახლა. ამიტომ, შემდეგი კვირები და თვეები არის მოქმედების კვირები და თვეები მე მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას. გვეყო პარლამენტარობის თამაში, მე არ მოგიწოდებთ, რომ გამოხვიდეთ, არა, იყავით, მაგრამ ცივილიზებული სიტყვა-პასუხი, აბა ამ საკითხზე რას ფიქრობ, ერთ საკითხზე არის მხოლოდ სალაპარაკო- როდის გახვალთ ამ პარლამენტიდან, როდის მოშორდებით ხელისუფლებას? სხვა კითხვა პასუხი დღესდღეობით არ შეიძლება იყოს. საუბარია საქართველოს გადარჩენაზე” თქვა მიხეილ სააკაშვილმა
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავენ.