კიევთან ახლოს, ამერიკელი ფოტოჟურნალისტი გაუჩინარდა

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრის ინფორმაციით, კიევთან ახლოს, ამერიკელი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი გაუჩინარდა. ის თანამშრომლობდა ისეთ გავლენიან გამოცემებთან როგორებიცაა : BBC, Reuters, Associated Press.

“ცნობილი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი, რომელიც ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, კიევთან ახლოს გაუჩინარდა ჟურნალისტი 13 მარტს ბრძოლების გადასაღებად საკუთარი მანქანით წავიდა. მან მანქანა სოფელ ჰუტა მეჟიჰირსკასთან დატოვა და სოფელ მოშჩუნისკენ წავიდა. ფოტორეპორტიორის ტელეფონიდან შეტყობინება 11:23 საათზე შევიდა, რის შემდეგაც არ გამოჩენილა. იმ ტერიტორიაზე, სადაც ის სამუშაოს ასრულებდა, ინტენსიური თავდასხმები დაიწყო.” – წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share