საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის თქმით, საელჩოს არ მიუღია და საქართველოს ხელისუფლებისთვის არ გადაუცია უკრაინის მთავრობის ოფიციალური მიმართვა მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
“თქვენ გაინტერესებდათ, თუ იყო უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მიმართვა, რომელიც ეხებოდა უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს. საელჩოს არ მიუღია და არც საელჩოს არ გადაუცია უკრაინის მთავრობის ოფიციალური მიმართვა, რომელიც ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის”. – თქვა კასიანოვმა.
მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააკავეს. იგი სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.