Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 532 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 225 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 599 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 644 711-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.73% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.18%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 846 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 608 441-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 688 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 599 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 287 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 72, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 36, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 43, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 10, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 556 საიდანაც, 739 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 380, აჭარაში – 56, იმერეთში – 152. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 198 პირი, მათ შორის, თბილისში – 113, აჭარაში – 24, იმერეთში – 31. 18 817 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.