“არ გრცხვენია, თბილისო, იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ?”, – ამ სიტყვებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა, შეაქო საქართველო იმისთვის, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა და “მადლობის გადახდას” დაჰპირდა.
თბილისო, იმის მერე, რაც რუსეთმა 2008 წლიდან გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ? – წერს ნიკოლენკო.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ნათელი მომავალი აქვს – რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა, კრემლის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს რეაქცია მოიწონა და განაცხადა, რომ რუსეთს ეს ფაქტი „შეუმჩნევეელი არ დარჩება”.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყანა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დანიშნულ სანქციებს.
მეტიც, მთელი მსოფლიოს მხრიდან გამოცხადებული ეკონომიკური ემბარგოს ფონზე საქართველო რუსეთს რძის პროდუქტებით მოამარაგებს, აგრეთვე, რუსული ხომალდებისთვის ჩვენი ცა გახსნილია.