ჩინური ნავთობქიმიური საწარმო Sinopec Group რუსეთში ინვესტიციებს აჩერებს – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
Reuters იუწყება, რომ უმსხვილესი ჩინური ნავთობქიმიური ქარხანა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე აჩერებს საინვესტიციო პროგრამას რუსეთში. უფრო მეტიც, ამას აკეთებს ჩინეთის მთავრობის რეკომენდაციით, რადგან უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციები იზრდება.
გამოცემა წერს, რომ აზიის რეგიონში უმსხვილესი საწარმო გეგმავდა 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას რუსეთში ნავთობისა და გაზის პროექტებში.
reuters -ს წერს, რომ პეკინმა არაერთხელ გამოთქვა წინააღმდეგობა სანქციების მიმართ, ამტკიცებდა, რომ შეინარჩუნებს ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო გაცვლას რუსეთთან და უარს ამბობდა მოსკოვის ქმედებების დაგმობაზე უკრაინაში ან მათ შეჭრაზე. მაგრამ კულისებში, მთავრობა უფრთხილდება ჩინეთის კომპანიებს, რომ სანქციებით არ დაზარალდნენ.