რუსეთი გააგრძელებს უკრაინის რამდენიმე მსხვილი ქალაქის, მათ შორის ხარკოვის, ჩერნიგოვისა და მარიუპოლის დაბომბვას – ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი.
დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ჯარებს ქვეითთა ფართომასშტაბურ ოპერაციებში მონაწილეობა არ სურთ და უპირატესობას საჰაერო და საარტილერიო განურჩეველ თავდასხმას ანიჭებენ.
დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი გააგრძელებს თავისი ძლიერი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ურბანულ რაიონებში და ამ გზით ეცდება, რომ სამოქალაქო მსხვერპლის ფასად შეამციროს თავისი ისედაც მნიშვნელოვანი სამხედრო დანაკარგები.