“ეს შენი ქვეყნის დამპყრობელის და მოქმედი მტრის სიმღერაა, გამორთეთ რაა..” – ვისზე წერს დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე დღეს სამარშუტო ტაქსში მომხდარ ინციდენტზე წერს როცა ერთ-ერთმა მგზავრმა ქალბატონმა სამარშუტო ტაქსში ჩართული მუსიკა გააპროტესტა:
“ბათუმი- თბილისის “მარშუტკაში” ქალბატონმა რუსული სიმღერა გააპროტესტა.
-თქვენ იცით ახლა რას უსმენთ შვილო?
-არა ქალბატონო…
– ეს შენი ქვეყნის დამპყრობელის და მოქმედი მტრის სიმღერაა, გამორთეთ რაა…
ესენი არიან ქალები საქართველოდან. ამ ქალების ქვეყანას გადაშენება არ უწერია. ასეთ ქალებს შეუძლიათ გმირები გაზარდონ და როცა ისინი იღუპებიან მერე (როგორც დღეს ვიხილეთ) მათი დედები მუჭებს წევენ მაღლა, როგორც სამშობლოს სიმბოლოები…
აი საერთოდ არ მიკვირს, რომ ყოველთვის გადავრჩით და არ გადავშენდით.” – წერს ლიკლიკაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share