უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან სუმის ოლქის ქალაქი ტროსტიანეცი გაათავისუფლეს. მათვე ცნობით, რუსი ოკუპანტები ქალაქიდან გაიქცნენ, შეიარაღება, აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა კი ადგილზე დატოვეს.
„დღეს 93-ე ბრიგადის დახმარებით, ტერიტორიული თავდაცვისა და ადგილობრივი პარტიზანების დახმარებით, სუმის რაიონის ქალაქი ტროსტიანეცი გათავისუფლდა რუსული საოკუპაციო ძალებისგან“, – ნათქვამია 93-ე ბრიგადის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რუსეთის არმია პუტინის ბრძანებით უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიას შეიჭრა. მას შემდეგ აგრესორს ე.წ. ბლიცკრიგი არ გამოუვიდა, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაზე, საავადმყოფოებისა და საცხოვრებელ სახლების განადგურებაზე გადავიდა. რუსების ძირითადი სამიზნე სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობაა.