რუსი ოკუპანტების დანაკარგი ბოლო 24 საათში

ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების 1 თვითმფრინავი, 8 ტანკი, 11 ჯავშანტექნიკა, 12 უპილოტო საფრენი აპარატი, 2 ფრთიანი რაკეტა და ნაღმტყორცნები გაანადგურეს.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში გაერთიანებულმა ძალებმა მოიგერიეს მტრის 7 თავდასხმა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 8 ტანკი, 8 ერთეული ჯავშანტექნიკა, 3 მანქანა და ერთი ნაღმმტყორცნი“, – განაცხადეს გენერალურ შტაბში.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის  საჰაერო ძალების ჯგუფმა ჩამოაგდო 1 თვითმფრინავი, 12 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 2 საკრუიზო რაკეტა.

გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

“ომი თვის განმავლობაში, მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. არსებული ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ყირიმიდან სევასტოპოლის სამედიცინო დაწესებულებაში ყოველდღიურად 50-დან 100-მდე დაჭრილი შეჰყავთ”, – აცხადებენ გენშტაბში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share