“ყველა უნდა გავერთიანდეთ…რათა შევაჩეროთ ერთი ადამიანი…რომელმაც დაიწყო ომი”- ზელენსკის მიმართვა

არჩევანი მხოლოდ ერთია, ჩვენ უნდა დავრჩეთ ცოცხლები, უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს, უკრაინის სოლიდარობის საქველმოქმედო საერთაშორისო ტელემარათონის საშუალებით.

ტელემიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ერთი ადამიანის შესაჩერებლად, რომლემაც ომი დაიწყო, ყველა უნდა გაერთიანდეს.

“ახლა ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ უნდა მოიქცე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნაბიჯებს გადადგამს წინ და თავს დაესხმება ევროპას. მაგრამ ერთი გზა არსებობს, ყველა უნდა გავერთიანდეთ, რათა შევაჩეროთ ერთი ადამიანი, რომელმაც დაიწყო ომი. ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი არჩევანი,

პირველი – გადაარჩინოთ უკრაინა ამ ომში, დაისადგუროს მშვიდობამ და თავისუფლებამ მთელ მსოფლიოში, რუსეთი ებრძვის თავისუფლებას;

მეორე – მიეცით შეიარაღება უკრაინას, ტანკები და სხვადასხვა აღჭურვილობები;

მესამე – დააწესეთ მეტი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, რუსული ბანკების წინააღმდეგ, რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ;

მეოთხე – მოდით, ვიყოთ ადამიანურები, ჰუმანურები და დავეხმაროთ ლტოლვილებს, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან თავიანთ ქალაქებში;

მეხუთე – თუ შეიძლება გადაარჩინეთ უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც დატყვევებულები არიან ქალაქებში და ვერ გადიან ქალაქებიდან. ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია. რუსული ტანკები უნდა გავიდნენ უკრაინიდან”, – თქვა ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share