ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინას 564,9 მლრდ დოლარზე მეტი ზარალი მიადგა

პუტინის ომმა, უკრაინას დღემდე 564,9 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა – ინფორმაციას, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სვირიდენკო წერს, რომ უკრაინაში ინფრასტრუქტურის ზარალი 119 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. დანგრეულია და დაზიანებულია თითქმის 8 ათასი კმ გზა, ათობით რკინიგზის სადგური და აეროპორტი.

ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დანაკარგი  2022 წელს – 112 მლრდ აშშ დოლარი, მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგი კი, 90,5 მლრდ აშშ დოლარი, რაც მოიცავს 10 მილიონ კვადრატული მეტრ საცხოვრებელს, 200 ათასი მანქანა და 5 მილიონი ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას.

საწარმოებისა და ორგანიზაციების ზარალი – 80 მლრდ აშშ დოლარი, ინვესტიციების – 54 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს 48 მლრდ აშშ დოლარია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share