ვიდრე პუტინი რუსეთის პრეზიდენტია, მის წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყება არ შეგვიძლია – ამის შესახებ უკრაინის პროკუტარურა აცხადებს. უწყების განმარტებით, ეს საერთაშორიოს სამართლის მოთხოვნებს ეწინააღდმდეგება.
ამის მიუხედავად, უკრაინის პროკურატურა სამხედრო დანაშაულებებზე 3085 გამოძიებას აწარმოებს.
ყველაზე დიდი სამხედრო დამანაშავე 21 საუკუნეში ვლადიმერ პუტინია. დავიწყეთ თუ არა ჩვენ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება? მას აქვს ფუნქციონალური იმუნიტეტი, ვასრულებთ საერთაშორისო სამართლისა და ნაციონალური სამართლის მოთხოვნებს. ჩვენ არ შეგვიძლია ახლა ამ კონკრეტული საქმის წარმოება დავიწყოთ, ვიდრე ის არის რუსეთის პრეზიდენტი. მხოლოდ სამხედრო დანაშაულებებზე ახლა 3085 გამოძიება მიმდინარეობს, – ამბობს პოკურატურის წარმოამდგენელი.