“პუტინ, თითოეული რაკეტა, რომელიც ჩერნიგოვში ვარდება, შენს კუბოზე დაჭედებული ლურსმანია”, – ასე მიმართავს ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ ჩაუსი რუსეთის პრეზიდენტს.
ის ამბობს, რომ იერიშების შემცირებასთან დაკავშირებით კრემლის განცხადებების არ სჯერა და აღნიშნავს, რომ უკრაინელები ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის მზად არიან.
ამასთან, ჩაუსის ინფორმაციით, ოკუპანტებმა დილიდან რამდენიმე დასახლებული პუნქტი ისევ დაბომბეს.
“რუსეთის მიერ კიევისა და ჩერნიგოვის ოლქზე იერიშების შემცირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების ჩვენ არ გვჯერა. ჩვენ მზად ვართ სცენარის ნებისმიერი განვითარებისთვის. მტერს ბოლომდე შევებრძოლებით. რუსეთმა დილიდან დაიწყო დაბომბვები. დაიბომბა ქალაქი ნიჟინი და ჩერნიგოვის რამდენიმე რაიონი. რა თქმა უნდა, სცენარი უცვლელია. დღესაც სამიზნე დასახლებული პუნქტი იყო.
ომის დასრულების შემდეგ ყველაფერს აღვადგენთ. ჩერნიგოვი და ყველა სხვა ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი გახდება. ვმუშაობთ ბოლომდე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მინდა მივმართო პუტინს რომელიც ურალის ოლქში, რომელიღაცა ბუნკერში ზის – პუტინ, თითოეული რაკეტა რომელიც ჩვენ ჩერნიგოვში ვარდება, შენ კუბოზე დაჭედებული ლურსმანია. გვჯერა ღმერთის და უკრაინის შეიარაღებული ძალების”, – თქვა ვიაჩესლავ ჩაუსმა.