პაპუაშვილი ელჩის გაწვევაზე: თავის დროზეც ვთქვით, ეს არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად

თავის დროზე კონსულტაციებზე გაწვევა, ახლა ელჩის მოხსნა. თავის დროზეც ვთქვით, რომ ეს არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, თუმცა მეორე მხრივ, ვამბობთ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც უნდა ვისაუბროთ შეფასებებზე. დღეს ჩვენ სრულად სოლიდარულები ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მთავარია ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს საკითხები იმდენად უმნიშვნელოა იმ საერთო მიზანთან შეფარდებით, რასაც ადამიანური ტრაგედიების დასრულება ჰქვია, რომ ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებთ ამ საკითხთან დაკავშირებით.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.  გუშინ, 30 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share