რუსი ოკუპანტები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და ქალაქი სლავუტიჩის დატოვებას გეგმავენ.
მართალია, სადგურზე რაშისტების მცირე რაოდენობა ღჩება, თუმცა ატომური ელექტროსადგურის დატოვების განზრახვა მათ სადგურის უკრაინელ პერსონალს განუცხადეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დამპყრობლები ორ კოლონად დაიძრნენ უკრაინის საზღვრისკენ ბელორუსის რესპუბლიკასთან.
არსებული ცნობით, რაშისტებმა სანგრები ააშენეს ზუსტად წითელ ტყეში – ყველაზე დაბინძურებულ რადიაციულ ზონაში. რადიაციის მნიშვნელოვანი დოზების მიღების შემდეგ, ავადმყოფობის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე, ორკები პანიკაში ჩავარდა.
მიდინარე წლის 24 თებერვალს კი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.