ამ წუთებში გადაკეტილია ოზურგეთი- ურეკის ავტომაგისტრალის ნაღობილების მონაკვეთი.
როგორც ბრალდებულ შალვა ოქრუაძის ახლობლები მედიასთან აცხადებენ, შალვა უკანონოდაა დაკავებული და ნამდვილ დამნაშავეს სამართალდამცავები ხელს აფარებენ.ისინი ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმარი პროცენკოები მიმდინარე წლის 1მარტს აწამეს და დააყაჩაღეს. ერთი თვის წინ, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, ამ ინციდენტში ბრალდებული შალვა ოქრუაძე დამნაშავედ ცნო და 8 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.