ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 24 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 146 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 553 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 972 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 216 843-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 737 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 194 705-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 276 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-279, ქვემო ქართლი-112, შიდა ქართლი-145, გურია-30, სამეგრელო – ზემო სვანეთი-120, კახეთი-117, მცხეთა-მთიანეთი-57, სამცხე-ჯავახეთი -32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 836, საიდანაც, 6 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 734, აჭარაში-647, იმერეთში-1 257. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში-523, აჭარაში-119, იმერეთში-226. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 453 პირი, მათგან თბილისში-195, აჭარაში-98, იმერეთში-78. 1 588 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 608-თბილისში, 707-აჭარაში, 112-იმერეთში. 12 099 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 405 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-180, აჭარაში – 129, ხოლო იმერეთში-13.
სულ 6 ოქტომბრიდან – 23 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 878 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 475 პირი, აჭარაში-4 363, იმერეთში-5 168“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.