ვასილ ჩიგოგიძე: მჯერა, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ უკეთესი საქართველოსთვის

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ლანჩხუთის საჯარო სკოლების პედაგოგებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ცენტრის თანამშრომლებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განათლების სისტემის პრიორიტეტებზე, საგანმანათლებლო, კულტურულ დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ახალი სკოლების, ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციასა და პედაგოგების მხარდაჭერაზე ისაუბრეს. ასევე, შეაფასეს პანდემიის პირობებში განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.
„ განათლების სისტემის განვითარება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ამ მიმართულებით მუშაობას გუნდთან ერთად კვლავაც გავაგრძელებ და ვიქნები ყველა საკითხის გადაჭრაში აქტიურად ჩართული. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, მადლობას გიხდით იმ ღვაწლისთვის, რასაც თქვენ მომავალი თაობების მიმართ იჩენთ. მჯერა, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ უკეთესი საქართველოსთვის!“ – მიმართა ვასილ ჩიგოგიძემ დამსწრე საზოგადოებას.
შეხვედრას გურიის სახელმწიფო რწმუნებული და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლანჩხუთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (R)
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share