”ეს არის პოლიტიკური შეცდომა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” უშვებს და არც ეს არის სახელმწიფოებრივად სწორი. ძალიან უადგილოა, რა დროს ვადამდელის მოთხოვნაა?! ახლა ჩვენი ქვეყანა ბეწვის ხიდზე გადის და ეს ბეწვის ხიდი ძალიან ქანაობს. ჩვენ გვაქვს ისეთ დაუნდობელ სახელმწიფოსთან საქმე, როგორიც რუსეთია. ამ დროს საჭიროა შიდა პოლიტიკური კონსოლიდაცია და არა ახალ არჩევნებზე ლაპარაკი. კარგია, რომ ჩვენს თავს არ ცვივა ბომბები, მაგრამ მეგობარი ქვეყნის თავზე ცვივა. ახლა ყველანი ერთად უნდა ვისხდეთ და ვფიქრობდეთ, როგორ დავეხმაროთ უკრაინას, როგორ დავამარცხოთ რუსეთი. თუ რუსეთის დამარცხებას შევძლებთ ყველანი ერთად, აფხაზეთის პრობლემაც მოგვარდება, სამაჩაბლოსიც და ქვეყანაც ამოისუნთქებს.”
ასე შეაფასა „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით “პალიტრანიუსის” ეთერში.