შავ ზღვაში რუსული გემები მზადყოფნაში რჩებიან უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად, – ამის შესახებ “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობის პრესსპიკერმა ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა.
„შავი ზღვის ოპერაციულ ზონაში რუსული ფლოტის საზღვაო დაჯგუფება წყალქვეშა ნავებით მზადაა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმისთვის“, – აღნიშნა ნაზაროვმა.
მისი თქმით, შავი ზღვის ოპერაციულ ზონაში რუსული ფლოტის გემების დაჯგუფებაში წყალქვეშა ნავებიც შედის.