30 აპრილს 2022 წლის მზის პირველი დაბნელებაა – რას უნდა ველოდოთ და როგორ მოვიქცეთ ამ დღეს

30 აპრილს 2022 წლის მზის პირველი დაბნელება იქნება, რომელიც დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდან იქნება ხილული. კერძოდ, ეს მოვლენა ანტარქტიდის ზოგიერთი ნაწილიდან, სამხრეთ ამერიკიდან, წყნარი და ატლანტის ოკეანეების მიმდებარე რეგიონებიდან გამოჩნდება.

ხოლო მათ, ვინც ამ რეგიონებში არ იმყოფება, მოვლენის ხილვა ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ. მზის ნაწილობრივი დაბნელება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, პიკს 00:41 საათზე მიაღწევს და 02:37 საათზე დასრულდება.

მზის დაბნელება მაშინ ხდება, რომ მთვარე დედამიწასა და ჩვენს ვარსკვლავს შორის ექცევა და მის დისკოს ნაწილობრივ ეფარება. შედეგად, მზე ნამგლისებურად ჩანს. მთვარის მიერ დაფარული ნაწილის სიდიდე იმაზეა დამოკიდებული, თუ საიდან ვუმზერთ. მაგალითად, სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილიდან მზის დისკოს მაქსიმუმ 64% იჩრდილება.

როგორ მოქმედებს მზის დაბნელება ადამიანზე და რას უნდა ველოდოთ ამ დღეს.

მზის სრული დაბნელება, რომელიც 4 დეკემბერს ხდება, ბოლო იქნება ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე. შემდეგი ასეთი დაბნელება, ასტროლოგების პროგნოზით, მხოლოდ 2029 წლის დეკემბერში მოხდება.

ასტროლოგების პროგნოზით, დეკემბრის დაბნელება  მშვილდოსნის ენერგიებს ააქტიურებს. ეს ნიშნავს ახალ დასაწყისს და იგი ხელსაყრელი იქნება შემოქმედებითი თვალსაზრისით.

ამ პერიოდის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია შიშების დაძლევა, ისწავლეთ  გაცემა, გასცდით შაბლონებს და მოძველებულ ტრადიციებს. გახსოვდეთ, რომ ეს პერიოდი ცვლილებებისათვის არათუ ხელსაყრელია, არამედ პირდაპირ მოგიწოდებთ ამისაკენ.

რა არ უნდა გააკეთოთ მზის დაბნელების დღეს

არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა დაცვასაც ასტროლოგები გვირჩევენ.

არ არის რეკომენდებული:

კამათი და კონფლიქტში შესვლა;

ნუ ატარებთ ავტომობილს გადაღლილი;

არ შეიჭრათ თმა;

არ არის რეკომენდებული ახალი ბიზნესის დაწყება;

სამუშაოს შეცვლა;

ქირურგიული ოპერაციების გაკეთება;

ახალ სახლში/ქალაქში/ქვეყანაში გადასვლა;

არ ჭამოთ ზედმეტი;

მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას;

რა  უნდა გააკეთოთ მზის დაბნელების დღეს:

გადაყარეთ ძველი, არასაჭირო ნივთები, გაასუფთავეთ სივრცე ცვლილებების პოზიტიური ენერგიისათვის.

 

ამ დღეს რეკომენდებულია:

თავიდან აიცილოთ სტრესი;

ცუდ ჩვევებზე უარის თქმა;

მეტი დასვენება, საკმარისი ძილი;

გასეირნება;

მედიტაცია.

აღნიშნული მოვლენისთვის თვალყურის დევნება Gyaan ki gareebi Live-ის იუთუბ არხზე შეგეძლებათ:

 

https://primetime.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share