გაჩერებულ ბლექ სი არენას მთავრობამ 3-ჯერ მეტი დაახარჯა, ვიდრე უკრაინელების დახმარებას – ფლანგვის დეტექტორი

2021 წლის მხოლოდ 8 თვეში, დაცარიელებულ ბლექ სი არენას მთავრობამ 3-ჯერ მეტი დაახარჯა, ვიდრე უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარულ დახმარებისთვის გაიმეტა –  ამის შესახებ შესაბამის ინფორმაციას, “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. 

“2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი, ბლექ სი არენა ჯორჯია, სახელმწიფოს “საჩუქრად” გადასცა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა კულტურის, ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიის სფეროში ღონისძიებების ორგანიზებაა, ამისთვის კი შემოსავალს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს.

2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა, ბლექ სი არენაზე დაგეგმილი კონცერტები აღარ ჩატარებულა. ბოლო რამდენიმე წელია, ბლექ სი არენა წელს ზარალით ასრულებს.

მიუხედავად ამისა კომპანია ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის სუბსიდიას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც შენობის შანახვასა და დასაქმებულთა ხელფასებში იხარჯება.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით ბლექ სი არენას სუბსიდიამ 2021 წლის 8 თვის განმავლობაში 3,268,000 ლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ 8 თვის განმავლობაში მიღებული სახ. დაფინანსება დაახ. იმდენია რამდენიც ბლექ სი არენამ მთლიანი წლის განმავლობაში მიიღო სახელმწიფოსგან, 2020 წელს.

კომპანიისთვის გაცემული სახელმწიფო სუბსიდია წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 

2020 წელი – 3,518,000 ლარი

2019 წელი – 9,500,000 ლარი

2018 წელი – 7,755,629 ლარი

2017 წელი – 11,944,998 ლარი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share