ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო თვლის, რომ მისი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებამ შეიძლება რუსეთის მხრიდან საზღვრების გაძლიერება გამოიწვიოს.
როგორც მან გაზეთ Ilta-Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის ფედერაციამ ბალტიის რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება დაიწყოს.
“რუსეთი შესაძლოა აჯგუფებს ან ქმნის ახალ ბაზებს, ჯარებსა და იარაღს ბალტიის რეგიონში. ეს სრულიად ნათელი გახდა”, – განაცხადა საული ნიინისტომ.
ფინეთის პრეზიდენტი თვლის, რომ 17–18 მაისს სტოკჰოლმში ვიზიტის დროს ფინეთი და შვედეთი უკვე ნათლად წარმოადგენენ თავიანთ პოზიციებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ.