გაჩერებაზე მყოფ ქალს და ბავშვს ავტომობილი დაეჯახა – ქალი ადგილზე გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა. დაშავებულია არასრულწლოვანი. შემთხვევა სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, 60 წლამდე ქალი და ბავშვები გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 9 წლის ბავშვს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share