ანზორ მელია პროგნოზირებს, რომ ვარშავაში კონფერენციაზე მყოფი საქართველოს პრემიერი უცხოელი ლიდერებისგან მკაცრ შენიშვნას დაიმსახურებს. ის მოუწოდებს ირაკლი ღარიბაშვილს, გააკეთოს სწორი არჩევანი და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ საფლავში არ ჩაყვეს.
ვარშავაში მარტო გაფრთხილებას არ გაუკეთებენ ირაკლი ღარიბაშვილს, აუცილებლად ბროწეულის ოყნას გაუკეთებენ და ისე ჩამოვა მაგი აქ, საქართველოში. იმიტომ, რომ უკვე შეცვალა რიტორიკა. მას ეტყვიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. არ შეიძლება, რუსეთის მხარეს იდგეს, იმ ქვეყნის, რომელიც უკრაინაში ომს აგებს.
მთელი მსოფლიო არის უკრაინის მხარეს და რუსეთის მხარეს დგომა ყოვლად დაუშვებელია. ღარიბაშვილი არ არის უტვინო ადამიანი და უნდა ესმოდეს, რომ ივანიშვილს საფლავში არ უნდა ჩაყვეს. – განაცხადა ანზორ მელიამ.
საქართველოს პრემიერი პოლონეთის დედაქალაქში უკრაინის მხარდამჭერ კონფერენციაზე იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს მთავრობა უკრაინის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.