აზოვის მებრძოლი: მგონია, რომ აღმოვჩნდი ჯოჯოხეთურ რეალითი-შოუში და მსოფლიო თვალს ადევნებს

”რას ვგრძნობ? – მგონია, რომ აღმოვჩნდი რაღაც ჯოჯოხეთურ რეალითი-შოუში, სადაც ჩვენ, სამხედროები, ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ ყველა შანსს გადარჩენისთვის და მთელი მსოფლიო უბრალოდ საინტერესო სიუჟეტს ადევნებს თვალს.. ასეთ სცენარებს იყენებენ ფილმებსა და სერიალებში. სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ ეს ფილმი არაა, ჩვენ კი – გამოგონილი პერსონაჟები არ ვართ! ეს რეალური ცხოვრებაა. ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წვალება, ცრემლები, შიში, სიკვდილი – ყველაფერი რეალურია!

რა მაკვირვებს? – ცინიზმი. ადამიანის ცინიზმს საზღვარი არ აქვს. არსებობს საერთო წესები, ისინი ერთნაირია ყველასთვის, დამოწმებული მთელი რიგი კანონით, ხელმოწერითა და ბეჭდით, თუმცა ეს წესები არ მოქმედებს. მაშინ რაში გვჭირდება?

რისი იმედი მაქვს? – წარმოუდგენელია. იმის იმედი მაქვს, რომ უმაღლესი ძალა (ამ სიტყვის ფართო გაგებით) იპოვის გამოსავალს ჩვენ გადასარჩენად! და ეს ჯოჯოხეთური რეალითი-შოუ დასრულდება…უმაღლესო ძალავ, ჩვენ ველოდებით თქვენს მოქმედებებს…დრო მიდის, ხოლო დრო – ჩვენი სიცოცხლეა. დიდება უკრაინას.”

წერს აზოვის ბატალიონის 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა Facebook-ზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share