”არის რაღაც კოორდინირებული მოქმედება, რომელსაც აქვს ერთი კონკრეტული ამოცანა – ეს არის საქართველოს ომში ჩართვა. თითოეული ეს განცხადება, რასაც ჩვენ ვისმენთ კონკრეტული უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან, ემსახურება ზუსტად ამ ამოცანას, რომ რამენაირად ჩაითრიონ საქართველო ომში, თუმცა, ბუნებრივია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ და ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ამ ყველაფერს.”
აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.