“ჩვენ ერთადერთი იმპერია ვართ მსოფლიოში, რომელიც არ გეუბნება უარი თქვა ქართველობაზე”

პუ­ტი­ნის მე­ხოტ­ბე თინა კან­დე­ლა­კი რუ­სებს ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღეს ულო­ცავს და წერს, რომ რუ­სე­თი ერ­თა­დერ­თი იმ­პე­რი­აა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ერის მო­სახ­ლე­ო­ბას სა­კუ­თარ ეთ­ნი­კუ­რო­ბა­ზე უა­რის თქმას არ სთხოვს. ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტმა მო­რი­გი მი­მარ­თვა “ფე­ის­ბუქ­სის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

“ამე­რი­კე­ლე­ბი და ბრი­ტა­ნე­ლე­ბი ვე­რა­სო­დეს და­ა­მარ­ცხე­ბენ რუ­სეთს. ჩვენ ერ­თა­დერ­თი იმ­პე­რია ვართ მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც არ გე­უბ­ნე­ბა უარი თქვა ქარ­თვე­ლო­ბა­ზე, სომ­ხო­ბა­ზე, ებ­რა­ე­ლო­ბა­ზე, ქურ­თო­ბა­ზე, ტა­ჯი­კო­ბა­ზე ან ნე­ბის­მი­ერ სხვა ეროვ­ნე­ბა­ზე იმის­თვის, რომ გახ­დე სრულ­ფა­სო­ვა­ნი რუსი.

რუ­სე­თი ამ­ბობს იყა­ვი ის, რაც ხარ, გახ­სოვ­დეს შენი ფეს­ვე­ბი, ენა, კულ­ტუ­რა და იცო­დე, რომ ჩვენ­თან ერ­თად შენ უფრო ძლი­ე­რი ხარ. ასე უფრო დიდი შან­სია თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რა შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. ფა­შიზ­მზე გა­მარ­ჯვე­ბის დღეს გი­ლო­ცავთ…” – წერს ის.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share