რუსეთის ელჩი აშშ-ში: “რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება”

რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი აცხადებს, რომ რუსეთი კაპიტულაციას არ აპირებს.

“ჩვენ ნათლად და მტკიცედ ვაცხადებთ და ამაში ცალსახად დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის კაპიტულაცია არ მოხდება, არასდროს არ მოხდება,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, ყველა ამოცანა, რომელიც ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს დაუსახა, აუცილებლად შესრულდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share